ევრიპიდეს მღვიმე
ევრიპიდეს მღვიმე | |
---|---|
ბერძ. Σπήλαιου του Ευριπίδη | |
კოორდინატები: 37°52′55″ ჩ. გ. 23°28′04″ ა. გ. / 37.88194° ჩ. გ. 23.46778° ა. გ. | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
ევრიპიდეს მღვიმე (ბერძნ. Σπήλαιου του Ευριπίδη) — ევრიპიდეს "ჰესიჰასტირიოს" (ბერძნული "მონასტერი") სახელით ცნობილი ვიწრო გამოქვაბული, დაახლოებით 47 მეტრის სიღრმეზე, სოფელ პერისტერიასთან, საბერძნეთის კუნძულ სალამინის სამხრეთით, ბორცვზე, რომელიც გადაჰყურებს სარონის ყურეს.
ვიწრო გალერეები ჭერზე სტალაგმიტებით და ათი დარბაზი ლაბირინთს წააგავს. გათხრების დროს აქ აღმოჩნდა ძვირფასი არტეფაქტები, სამკაულები, კულტთან დაკავშირებული საგნები, მონეტები და ლარნაკი, რომელზეც ევრიპიდეს სახელწოდებაა. ეს აღმოჩენები მიუთითებს, რომ გამოქვაბული გამოიყენებოდა ნეოლითის ხანიდან ფრანკოკრატიულ პერიოდამდე.[1]
მღვიმე უძველესი დროიდან იყო ცნობილი, როგორც ადგილი, სადაც ძველი საბერძნეთის 3 უდიდეს ტრაგიკოს პოეტთა შორის (პირველი ორი ესქილე და სოფოკლე) ერთ-ერთმა — ევრიპიდემ დაწერა თავისი ერთ-ერთი ტრაგედია. (ევრიპიდემ 92 დრამა დაწერა, თუმცა მათგან მხოლოდ 19-ია ცნობილი). უძველესი ავტორები ფილოქორე და სატირი ევრიპიდეს ახასიათებდნენ, როგორც მიზანთროპს, რომელიც საზოგადოებას ერიდებოდა და გამოქვაბულში იმალებოდა. რომაელი მწერალი ავლუს გელიუსი ამტკიცებდა, რომ ათენში ვიზიტის დროს ეწვია "ავბედით და პირქუში გამოქვაბულს" (სხვენის ღამეები XV.20).[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990-იან წლებში ჩატარდა გათხრები იანინის (ეპირუსი) უნივერსიტეტის პრეისტორიული არქეოლოგიის ასოცირებული პროფესორის იანოს გ. ლოლოსის, ხელმძღვანელობით საბერძნეთის კულტურის სამინისტროს პალეოანთროპოლოგიის დეპარტამენტთან თანამშრომლობით.
აღმოჩენები თარიღდება გვიანი ნეოლითის ხანით და მის შემდგომი პერიოდით. მათ შორისაა ქვის იარაღები და ისრის პირები, მიკენური სამარხები, შავი ჭიქურის ჭურჭელი, ძვ.წ. V ს. ე. რომაული პერიოდის მონეტები და აღთქმის ფიგურები. ასევე ფრანკების პერიოდის სამკაულები. ამ ნივთების მიხედვით შეიძლება ვარაუდი, რომ მღვიმე დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა თავშესაფრად და თაყვანისცემის ადგილად.
ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახლდათ ფრაგმენტული სკიფოსი შავი მინანქრით, რომელიც თარიღდება ძვ.წ. V საუკუნის ბოლო პერიოდით. მასზე არსებული წარწერა ΕΥΡΙΠΠ აშკარად ევრიპიდეს სახელს უკავშირდება. ლოლოსმა განმარტა, რომ თასი წარმოადგენდა ერთგვარ შესაწირს ევრიპიდესადმი და ადასტურებდა, რომ ევრიპიდეს პოეზია შთაგონების წყაროდ რჩებოდა შემდგომ საუკუნეებშიც. ლოლოსმა ასევე აღმოაჩინა დიონისეს უბრალო საკურთხევლის ნაშთები გამოქვაბულიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 70 მეტრში, ევრიპიდეს ქუჩის სანაპიროზე. მარმარილოს ფალოსის და სხვა ნივთების აღმოჩენამ მეცნიერს სფუძველი მისცა ევარაუდა, რომ ეს გახლდათ დიონისეს — ბერძნული თეატრის მფარველი წმინდანის საკურთხეველი. [3] [4]
მისასვლელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მღვიმე მდებარეობს პერისტერიისა და კოლონესის დასახლებებს შორის. გამოქვაბულამდე ევრიპიდეს ქუჩის სანაპიროდან შეიძლება მისვლა, შემდეგ კი ჭუჭყიანი გზის გასწვრივ დაახლოებით 350 მეტრია სასიარულო მღვიმემდე. მღვიმის შესასვლელი ამჟმად რკინის კარებითაა დაკეტილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Cave of Euripides on Salamis Archived 2019-12-06 at the Wayback Machine, 1996 expedition report, Yannos Lolos
- Ακάμας: Σπήλαιο Ευριπίδη, G. Lolas (ბერძნ.).
- Important Archaeological Sites, Aristotles' Lyceum And Cave Of Euripides, Found in Greece Archaeologists Say, Embassy of Greece, Washington, DC, 14 January 1997
- Clay pot points to Cave of Euripides, New York Times, January 13, 1997
- Lolos, Y., The first occupants of the Cave of Euripides, Neolithic evidence, [w:] Eptakyklos, Vol. 15, pp. 18-20, 2000
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Archaeologists find cave used by Euripides 2,500 years ago,[მკვდარი ბმული] Deseret News, 31 stycznia 1998 [dostęp 2022-04-11]
- ↑ Aulus Gellius, Attic Nights, Book XV, www.perseus.tufts.edu [dostęp 2022-04-11].
- ↑ Reuters, Clay Pot Points to Cave of Euripides, „The New York Times”, 13 stycznia 1997, ISSN 0362-4331 [dostęp 2022-04-11] (ang.).
- ↑ ANISTORITON: Archaeology News, www.anistor.gr [dostęp 2022-04-11].